28 მომხრე და 13 წინააღმდეგი – დედაქალაქის ბიუჯეტში წარდგენილი ცვლილებები დამტკიცდა

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებების პროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგ წავიდა.
მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი 14 მილიონი ლარის კორექტირებას ითვალისწინებდა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი კი, როგორც საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, საბავშვო ბაღებს მოხმარდება.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი საბავშვო ბაღებში შტატების გაზრდაა. ასევე, ამ ცვლილებების პროექტით, თანხები ჯანდაცვის პროგრამებსაც დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები