ნიგერში „ბოევიკები“ერთ-ერთ ქალაქს თავს დაესხნენ

ნიგერში „ბოევიკები“ ერთ-ერთ ქალაქს თავს დაესნენ. ორმხრივი სროლის დროს ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სროლა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმოდა. ამის შესახებ “როიტერი“ იუწყება.
შეტევაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია ქალაქი ბანიბანგუ, რომელზეც თავდასხმა მოხდა, მალის საზღვართან მდებარეობს.
ნიგერი ბოლო დროს ისლამისტური დაჯგუფებების თავდასხმის სამიზნე რეგულარულად ხდება. ყველაზე აქტიური დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“, რომლის „ბოევიკები“ ნიგერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში თავდასხმებს რეგულარულად ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები