„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო გერმანიაში ხუთი პირი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ადამიანების გადაბირებებით იყვნენ დაკავებულები. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაკავებები ჩრდილოეთ რეინ ვესტფალიის და ქვედა საქსონიის რეგიონში განხორციელდა.
ეჭვმიტანილები რელიგიურ გაკვეთილებს ატარებდნენ და რადიკალური ისლამის შესახებ მასალებს ავრცელებდნენ. დაკავებულები თურქეთის, ერაყის, კამერუნის და გერმანიის მოქალაქეები არიან. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ამ პირთა დაკავებას ქვეყნის ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ „სერიოზული დარტყმა“ უწოდა.
გერმანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში 9 ათასამდე ულტრაკონსერვატიული მუსლიმანი ცხოვრობს. მათგან 500 პირი ე.წ. რისკის ჯგუფში შედის, ანუ მათი მხრიდან ძალადობრივი ქმედებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები