ავსტრალიის სენატმა ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი რეფერენდუმზე არ გაიტანა

ავსტრალიის სენატმა რეფერენდუმზე ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების საკითხის გატანას მხარი არ დაუჭირა. მანამდე ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი.
ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების და ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანის ინიციატივით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტიორნბული გამოვიდა. ის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერია, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას ავსტრალიის ქვედა პალატაში მხარი დაუჭირა.
სენატის გადაწყვეტილების შემდეგ რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ავსტრალიის გენერალური პროკურორის, ჯორჯ ბრენდისის განცხადებით,  ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეიძლება წლები დასჭირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები