პოროშენკო: სააკაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ ხელს მოვაწერ

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას ხელს მოაწერს. პოროშენკოს თქმით,  ოპოზიციაში სააკაშვილის შესაძლო გადასვლას ის მშვიდად ხვდება და ამას „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის სურვილით“ ხსნის.
პოროშენკომ ასევე გაიხსენა, რომ თავის დროზე უკრაინამ რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური მოღვაწეები მიიწვია, მათ შორის საქართველოდან. მათი ნაწილი მთავრობაში მუშაობას დღესაც განაგრძობენ. პოროშენკომ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგულავა დაასახელა.
სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. ამის მიზეზად მან პეტრო პოროშენკოს მიერ დაპირებების შეუსრულებლობა დაასახელა, რის გამოც კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები