სააკაშვილის გადადგომის საკითხს უკრაინის მთავრობა 9 ნოემბერს განიხილავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხს 9 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ქვეყნის ვიცე-პრემიერმა პაველ როზენკომ განაცხადა.
„მთავრობამ პრეზიდენტს სააკაშვილის გადაყენების წარდგინებით უნდა მიმართოს, შესაბამისად ეს საკითხი მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე  იქნება განხილული“ – აცხადებს როზენკო.
ცნობისთვის სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაგომის შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. ამის მიზეზად სააკაშვილმა ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალი დონე დაასახელა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები