სტამბოლში ცნობილი კატის ძეგლი მოიპარეს
სტამბოლში ცნობილი კატის, ტომბილის ბრინჯაოს ძეგლი მოიპარეს, რომელიც აქტივისტებმა 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს დადგეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კატა ცნობილი იყო საკმაოდ სახასიათო პოზის გამო. სწორედ ასეთ პოზაში დაუდგეს მას ძეგლიც.
ტომბილი 2016 წლის 1 აგვისტოს დაიღუპა. ის მძიმედ ავად იყო.