ფილიპინების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ დიქტატორს გმირივით დაკრძალავენ

ფილიპინების უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ფერდინანდ მარკოსს გმირივით დაკრძალავენ. მარკოსი ფილიპინების ლიდერი 1965 1986 წლებში იყო. შემდეგ მარკოსი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. ის ჰავაის კუნძულებზე 1989 წელს გარდაიცვალა.
მარკოსის ბალზამირებული ცხედარი დიდი ხნის განმავლობაში ჰავაის კუნძულებზე იყო დასვენებული. 2015 წელს ის მის მშობლიურ ქალაქ სარატში გადაასვენეს და სპეციალურ მავზოლეუმში მოათავსეს.
გმირთა სასაფლაოზე მარკოსის დაკრძალვის გადაწყვეტილება ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ მიიღო. უმაღლესმა სასამართლომ მემარცხენე აქტივისტების პეტიცია უარყო, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.  დუტერტემ განაცხადა, რომ ამით წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები