უნგრეთის პარლამენტმა ქვეყანაში ლტოლვილების განთავსების აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტის წევრებმა ვერ შეაგროვეს ხმების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში ლტოლვილების განთავსების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არის აუცილებელი. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 133  ხმა იყო აუცილებელი. „მომხრე“ 131 იყო, ხოლო სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში უნგრეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის კვოტების მიხედვით ქვეყანაში ლტოლვილების განთავსებას კრძალავდა. მინისტრთა კაბინეტის ინიციატივა 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ეფუძნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები