თურქეთის ხელისუფლება: ამჟამად ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდია

ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის პრობლემურ საკითხად „ქურთისტანის მუშათა პარტია“ რჩება.
„ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან საკმაოდ რთულ ეტაპზეა. მაგრამ ჩვენ არ მივცემთ არავის მათი კიდევ უფრო გაუარესების უფლებას. ჩვენ დიალოგის საწარმოებლად ახალი გზები უნდა გავხსნათ და ის შესაბამის დონეზე შევინარჩუნოთ“ – განაცხადა ჩელიკმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.
„ევროკავშირმა თურქეთის მიმართ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას. ასე მაგალითად,. ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აღიარებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევაა“ – აცხადებს მინისტრი.
მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირსა და თურქეთს დღესაც სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ და ანკარის მუდმივი კრიტიკა და მის წინააღმდეგ გამოსვლა არასწორია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები