ავსტრალიაში ყალბი ავიადისპეტჩერების საქმეს იძიებენ

ავსტრალიის პოლიცია 15 ყალბი შეტყობინების საქმეს იძიებს, რომლებიც მელბურნის მახლობლად ავიალაინერების ეკიპაჟებმა მიიღეს.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ყალბ შეტყობინებებს პილოტები მელბურნის ორი მთავარი აეროპორტის – ტულამარინის და ავალონის მახლობლად იღებდნენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, პილოტებს უცნობი პირები პორტატული რადიოგადამცემებით უკავშირდებოდნენ.
ამის გამო 27 ოქტომბერს  Virgin Australia- თვითმფრინავი იძულებული ყო სიმაღლე შეეცვალა და შემდეგ მეორე წრეზე წასულიყო , ვინაიდან ეკიპაჟს ინსტრუქციებს ყალბი დისპეტჩერი აძლევდა.
ასევე პოლიციამ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი აეროპორტის დისპეტჩერს და მამაკაცს შორის, რომელმაც თავი მცირე ზომის თვითმფრინავის პილოტად წარმოადგინა. მისი თქმით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.
პილოტების რადიოკავშირის გამოყენება ყალბი შეტყობინებების გასაგზავნად, ავსტრალიაში 20 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები