ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საარჩევნო უბნებზე აღარ დაუშვებენ

ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის საარჩევნო უბნებზე აღარ დაუშვებენ. შესაბამისი საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს გადასცა. როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განუცხადა, მოსკოვისთვის მიუღებელია აშშ-ის საარჩევნო უბნებზე რუსი დიპლომატების დაშვების შეზღუდვა.
ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუს დიპლომატებს საარჩევნო უბნებთან მიახლოება აუკრძალა.
მისი თქმით, აშშ-ში რუსეთის წარმომადგენლობებში მომუშავე პირებს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები  პირდაპირ ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები