ზვიად ძიძიგური: ხიდაშელის გადაწყვეტილებას წვევამდელების საკითხზე არ ვეთანხმებოდი

“წვევამდელთა სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ვეთანხმები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, “კონსერვატორმა” ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრი თვლის, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
„არ ვეთანხმებოდი ხიდაშელის გადაწყვეტილებას და ვეთანხმები დღევანდელი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას. პროფესიულ ჯარზე გადასვლას სჭირდება მთელი რიგი საკანონმდებლო და მენეჯმენტური ცვლილებები და ლოჯისტიკური ცვლილებები“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მანვე განმარტა, რომ პარლამენტში შესაძლოა, „კონსერვატორების“ სახით ფრაქცია შეიქმნას. ძიძიგური ფრაქციაში არც პარტია „ქართული ოცნების“ წევრების გაერთიანებას გამორიცხავს, რადგან მისივე განცხადებით, „კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება“ ერთი გუნდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები