ზელენსკი: რუსეთი უკრაინის სამ ოლქზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.

“ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება ახალი თავდასხმებისთვის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ აშშ ჩაიყვანონ გაუთავებელ, უაზრო დისკუსიებში ცრუ “პირობების” შესახებ, რათა დრო მოიპოვონ და შემდეგ კიდევ უფრო მეტი მიწის წართმევა სცადონ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას ცდილობს და ამიტომ პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და შეიმუშაონ ერთობლივი გეგმა საგარანტიო ძალების განლაგებისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ინვესტიციები საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო ჭურვებისა და თვითმფრინავების ერთობლივ წარმოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები