ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ბავშვებზე მეურვეობის საკითხზე შეთანხმდნენ

ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი თავისი ექვსი შვილის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
შეთანხმების მიხედვით, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, ხოლო პიტი მათ მონახულებას შეძლებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორივე ვარსკვლავი, რომლებმაც გაყრა გადაწყვიტეს,  ბავშვებზე თანაბარ მეურვეობას მოითხოვდნენ.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან გაყრა ოჯახში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაწყვიტა. კერძოდ ჯოლი ბავშვთა აღზრდის საკითხში პიტის მეთოდებით იყო უკმაყოფილო.  ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წელს დაქორწინდნენ. მანამდე ისინი 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ. პიტს და ჯოლის 6 შვილი ჰყავთ, აქედან 3 აყვანილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები