ზვიად ძიძიგური: „ნაციონალური მოძრაობა“ პირობითად შეიძლება დაიყოს “მიშისტებად”, “გიგისტებად” ან “ბოკერისტებად”

“სანდრა რულოვსი სააკაშვილის მეუღლეა და მის პოზიციებს ახმოვანებდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი დაიწყო.
“პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიყო „მიშისტებად“ და „გიგისტებად“, ან „გიგა ბოკერისტებად“. ის, რომ პარტიაში რღვევაა, დავის საგანი აღარაა. სააკაშვილის მოწოდება იყო პარლამენტის ბოიკოტირება. სანდრა რულოვსი მიშა სააკაშვილის მეუღლეა და მისი სცენარის მიხედვით მოქმედებდა. ეს არის დადასტურება იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ორი სხვადასხვა მოსაზრება და ორი სხვადასხვა დამოკიდებულება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები