ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს არც ჭკუა მომატებია და არც გამოცდილება

“ის, რაც სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში საქართველოში გაუვიდა, მას ეს უკრაინაში დაახლოებით წელიწადნახევარი გასდიოდა მხოლოდ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ძიძიგურმა სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში ეფექტური არ იყო.
“თუ გახსოვთ თქვენ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ სააკაშვილს დაატოვებინებდნენ თანამდებობას უკრაინაში. ეს ჩემთვის ახალი არ ყოფილა. სააკაშვილი რის გამკეთებელიც იყო, ეს ჩვენც კარგად ვიცოდით, მას ამის შემდეგ არც ჭკუა მომატებია და არც გამოცდილება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები