Reuters/Ipsos-ის კვლევებით, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90 პროცენტია

U.S. Democratic presidential nominee Hillary Clinton waves to supporters at the Grand Valley State University Fieldhouse in Allendale, Michigan November 7, 2016. REUTERS/Rebecca Cook

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ Reuters/Ipsos მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები მიუთითებს. კვლევის მიხედვით, კლინტონს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 45%, ხოლო ტრამპს 42% .  ამერიკული საარჩევნო სისტემის მიხედვით, სადაც თითოეულ შტატში საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობის მიერ არჩეულ ამომრჩევლების ხმებს იღებს, კლინტონი ყველა შტატში დაახლოებით 303 ხმას იღებს, ხოლო ტრამპი – 235-ს. გამარჯვებისთვის 270 ამომრჩევლის ხმა არის აუცილებელი.
კვლევების მიხედვით, ტრამპის გამარჯვების  შანსებმა იკლო ფლორიდაში, მიჩიგანში,მ ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში. ამ შტატებში გამარჯვების გარეშე ტრამპისთვის წარმატების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ასევე კვლევების მიხედვით, გამარჯვებისთვის დონალდ ტრამპს იმაზე მეტი ხმის მიღება დასჭირდება. ვიდრე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა 2012 წელს მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები