აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში 45-ე პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემა თავდაპირველად ნიუ-ჰემპშირის შტატის რამდენიმე სოფელში და ქალაქში იმართება.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
არჩევნები დასახლება დისკვილ ნოტჩში ღამის 00.00 საათზე დაიწყო.
ამ დასახლების ოთხმა მკვიდრმა ხმა ჰილარი კლინტონს მისცა, ხოლო ოორ,ა ,ოს მოწინააღმდეგეს – დონალდ ტრამპს. ერთმა კი ხმა ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს ჰერი ჯონსონს მისცა ხმა. კიდე ერთი ხმა მიტ რომნიმ მიიღო.
ღამის ხმის მიცემის ტრადიცია 1960 წლიდან მომდინარეობს, როდესაც დასახლებაში მცხოვრები ყველა ამომრჩეველი ერთ ოთახში შეიკრიბა და ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დაასრულა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ძირითადი კონკურენტები “დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი ჰილარი კლინტონი და “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი დონალდ ტრამპი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები