მინსკში ლენინის განახლებული ძეგლი გახსნეს

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ბოლშევიკების ბელადის, ვლადიმერ ლენინის განახლებული ძეგლი გაიხსნა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ლენინის მონუმენტი მინსკის ტრაქტორის ქარხანასთან დაიდგა.
განახლებული ძეგლის გახსნა 7 ნოემბერს დაუკავშირეს, ანუ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღესასწაულს, რომელსაც კომუნისტები აღნიშნავენ.
ძეგლის გახსნის დროს ღონისძიებების ადგილის სიახლოვეს ბელორუსიის მილიციამ სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი ემიცერ დაშკევიჩი დააკავა, რომელმაც საპროტესტო აქცია გამართა.

_92304362_img_5474

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები