სომალიში ორმხრივ სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის ქალაქ გაკლაიოში ორმხრივ სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაპირისპირება ორი რეგიონის – პუნტლენდისა და გალმუდიგის ფორმირებებს შორის მოხდა.
ცნობისთვის, სომალიში 1988 წლიდან მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ქვეყანა, ფაქტობრივად, ნაწილებად დაიშალა. კონფლიქტში მეზობელი კენია და ეთიოპიაც არიან ჩარეულები. ასევე სომალიში ისლამისტური დაჯგუფება „აშ შაბაბი“ მოქმედებს, რომელიც „ალ ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები