დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ფიტული დაწვეს (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ფიტული დაწვეს. ამის შესახებ გამოცემა Mirror იუწყება. ტრამპის ფიტულის სიმაღლე 11 მეტრი იყო. მას მექსიკური შორტი ეცვა, ხოლო ხელში ჰილარი კლინტონის თავი ეჭირა. პერფორმანსი ფოიერვერკების ფესტივალის დროს გაიმართა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაი ფოქსის ღამის დროს იმართება. ამ ღონისძიებაზე ტრადიციულად პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეების ფიტულებს წვავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები