ეგვიპტის ნავთობის მინისტრი ირანში ჩავიდა
ეგვიპტის ნავთობის მინისტრი ტარიკ ალ მულა მოულოდნელი ვიზიტით ირანში ჩავიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ირანი ეგვიპტის ძველ მოწინააღმდეგედ ითვლება, ამიტომ ეგვიპტელი მაღალჩინოსნის იქ ჩასვლა საკმაოდ მოულოდნელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალ-მულა გეგმავს ირანიდან ნავთობის იმპორტზე შეთანხმების გაფორმებას.
კაირო ნავთობის ახალ წყაროებს მას შემდეგ ეძებს, რაც ერთი თვის წინ, საუდის არაბეთმა ეგვიპტეში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. ამის ოფიციალური მიზეზი არ ვრცელდება.
ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის კონტრაქტის მიხედვით, ყოველთვიურად 700 ათასი ტონა ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებდა. კონტრაქტის ფასი 23 მილიარდი აშშ დოლარია.
ბოლო დროს ერ-რიადსა და კაიროს შორის ურთიერთობები სირიის კრიზისის გამო გაუარესდა.