დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ციხეში ბუნტი ჩაახშვეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის ციხეში პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ციხეში მომხდარ ბუნტში 200 პატიმარი მონაწილეობდა. სპეცოპერაცია ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა რიჩარდ ბურგონმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაცია სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს.
რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა ელისაბედ თრასმა განაცხადა, რომ ახალი ციხეების მშენებლობისთვის 1,3, მილიარდი ფუნტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები