რომის პაპმა, პატიმრებისთვის, ვატიკანში მესა ჩაატარა

რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, 1000 პატიმრისთვის მესა ჩაატარა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
პატიმრები ვატიკანში 12 ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ თან ახლდნენ ციხის დაცვის თანამშრომლები, ნათესავები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში 3 ათასი ადამიანი.
ქადაგების დროს, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მათ პატიმრების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე რომის პაპი მოუწოდებს სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს სასჯელი ჯერ კიდევ მოქმედებს.
რომის პაპი საპატიმროებს რეგულარულად სტუმრობს, თუმცა ვატიკანში ამდენი პატიმარი პირველად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები