სამხრეთ სუდანში, შეიარაღებულმა პირმა, ფეხბურთის 9 გულშემატკივარი მოკლა

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში, სადაც შეიარაღებულმა პირმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ცეცხლი გაუხსნა. ისინი საფეხბურთო მატჩს ტელევიზორით უყურებდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თავდასხმის მოტივები ამ დროისთვის უცნობია. ტერაქტი სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში მოხდა.
სამხრეთ სუდანში 2013 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ დროისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მიმდინარეობს, მაგრამ ქვეყანაში დროდადრო შეიარაღებული შეტაკებები ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები