„ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. დედაქალაქ რაქას ასაღებად სპეცოპერაცია იწყება

ქურთებისა და არაბების შეიარაღებული ძალები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ დედაქალაქ რაქას ასაღებად სპეცოპერაციას იწყებენ.
დაჯგუფების მეთაურის თქმით, სპეცოპერაცია საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით დაიწყება, რომლის ხელმძღვანელიც ამერიკის შეერთებული შტატები იქნება. სპეცოპერაციას „ევფრატის რისხვა“ უწოდეს. ოპოზიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილა, დაეტოვებინათ ის ადგილები, სადაც ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები იმყოფებიან. სპეცოპერაცია რამდენიმე საათში დაიწყება და მასში 30 ათასი ადამიანი ჩაერთვება.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქი რაქა 2014 წელს ჩაიგდეს ხელში. ისინი პროვინციის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. სირიის მთავრობის არმია ქალაქ პალმირის განთავისუფლების შემდეგ, რაქას განთავისუფლებასაც შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ტერორისტებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები