იტალიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაშავდა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა ესროლეს, ხოლო პოლიციელებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
ფლორენციაში საპროტესტო აქციის მონაწილეები, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები, იტალიის პრემიერ-მინისტრის, მატეო რენცის საწინააღმდეგო პლაკატებით იმ შენობისკენ გაემართნენ, რომელშიც იტალიის დემოკრატიული პარტიის ყოველწლიური ყრილობა იმართებოდა.
მატეო რენცის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები სენატისა და რეგიონული პარლამენტების როლის დაქვეითებას გულისხმობს, რაც, აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეების აზრით, ძალაუფლებას ერთი ადამიანის ხელში მოაქცევს.
უკანასკნელი გამოკითხვების თანამად, მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები