45 წლის ფერმერმა შვიდი ადამიანის მკვლელობა აღიარა
სამხრეთ კაროლინელმა 45 წლის ფერმერმა, შვიდი ადამიანის მკვლელობა აღიარა. ეჭვმიტანილი პოლიციამ პარასკევს მას შემდეგ დააკავა, რაც აგვისტოში გაუჩინარებული წყვილის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, სამართალდამცველები მის ფერმაში მივიდნენ. ადგილზე მისულებს მეტალის კონტეინერიდან ხმაური შემოესმათ, სადაც 30 წლის კალა ბრაუნი აღმოაჩინეს. ჯაჭვით დაბმული მსხვერპლის განცხადებით, ფერმერმა მას მეგობარი მამაკაცი თვალწინ მოუკლა.
ფერმის ტერიტორიაზე სამი სამარხი აღმოჩნდა. ასევე, ეჭვმიტანილმა 2003 წელს მოტოციკლეტების მაღაზიასთან, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანის მკვლელობაც აღიარა.