დონალდ ტრამპი დაცვამ მკვლელობის საშიშროების გამო დარბაზის სცენიდან გაიყვანა (ვიდეო)

ნევადის შტატის ქალაქ რინოში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს. აგენტების ინფორმაციით, ტრამპს ერთ-ერთი მაყურებლისგან საფრთხე ემუქრებოდა.
ტრამპმა დაცვის სამსახურს გამოსვლის შემდეგ მადლობა გადაუხადა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, იმ დროს, როდესაც ტრამპი სიტყვით გამოდიოდა, ხალხში გავრცელდა ხმები, რომ დარბაზში შეიჭრა იარაღიანი ადამიანი, ღონისძიების მონაწილეებმა კი დარბაზის დატოვება დაიწყეს.
დაცვამ შეხვედრის ადგილიდან ერთი პირი გაიყვანა. უცნობია, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი მომხდარ ინციდენტთან.
საიდუმლო სამსახურმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარბაზში იარაღი არ აღმოუჩენიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები