იტალიელი სასულიერო პირი მიწისძვრას „ღვთის რისხვას“ უწოდებს

იტალიელმა სასულიერო პირმა, ჯოვანი კავალკონიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების სერია „ღვთის რისხვაა ერთსქესიანთა ქორწინებების აღიარების გამო“. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კავალკონიმ ეს ბოლო მიწისძვრის დღეს განაცხადა, რომლის შემდეგაც რამდენიმე ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
მღვდელმსახურის განცხადებით, ღვთის რისხვა იტალიას იმის გამო დაატყდა თავს, რომ აქ „ოჯახის ინსტიტუტის და ქორწინების სიწმინდის შეურაცხყოფა ხდება, განსაკუთრებით კი სამოქალაქო ქორწინებებით“.
ბოლო მიწისძვრამ განსაკუთრებით დიდი ზიანი ნორჩას კომუნას მიაყენა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მატეო რენცის მთავრობას ნდობა გამოუცხადა და ავტომატურად ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას  დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები