ნიგერიაში სკოლის მოსწავლე იპოვეს, რომელიც „ბოევიკებმა“ 2014 წელს გაიტაცეს

ნიგერიაში, 10 თვის ბავშვთან ერთად, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე იპოვეს, რომელიც „ბოკო ჰარამის“ „ბოევიკებმა“ 2014 წლის აპრილში გაიტაცეს.
გოგონა სოფელ პულკაში, ბორნოს შტატში აღმოაჩინეს, საიდანაც ისლამისტებმა სკოლის მოსწავლეები გაიტაცეს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში „ბოკო ჰარამმა“ 21 გატაცებული სკოლის მოსწავლე გოგონა გაათავისუფლა. ეს შვეიცარიის მთავრობისა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები