შეერთებულ შტატებში ამომრჩევლის 30-მა პროცენტმა წინასწარ მისცა ხმა, კლინტონი ლიდერობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩევლის 30%-მა წინასწარ მისცა ხმა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ჰილარი კლინტონი 10%-ით ლიდერობს, ამის შესახებ Atlantic Council-ის უფროსმა მეცნიერ-მუშაკმა, ადრიან კარატნიცკიმ განაცხადა. ზოგიერთ შტატში წინასწარი ხმის მიცემა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტრამპმა კლინტონს 8 ნოემბრის არჩევნებში 5%-ით უნდა გაასწროს. ის კი ჰილარი კლინტონს 2-3 %-ით ჩამორჩება.
„კლინტონს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს და ტრამპს მისი გასწრება გაუჭირდება“, – აცხადებს კარატნიცკი.
წინასწარი ხმის მიცემა აშშ-ის 37 შტატში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქშია ნებადართული. ყველა შტატი ვადებს და პროცედურებს დამოუკიდებლად აწესებს. მიმდინარე წელს, წინასწარ არჩევნებში, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ამომრჩევლის 40% მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები