კონგოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზით დაარბია

კონგოს დედაქალაქ კინშასაში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასარბევად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს, ჯოზეფ კაბილას გადაყენებას მოითხოვენ, მათი განცხადებით, ის ვადის ამოწურვის შემდეგაც ძალაუფლების შენარჩუნებას გეგმავს.
ჯოზეფ კაბილას საპრეზიდენტო მანდატი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ეწურება, თუმცა ოქტომბერში პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების 2018 წლის აპრილისთვის გადატანას დაუჭირა მხარი. ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები