გერმანიის კონტრდაზვერვამ შეიარაღებული ძალების რიგებში 20 ისლამისტი გამოავლინა

გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში 20 ისლამისტი გამოავლინა. ისინი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“  უჭერენ მხარს. ამის შესახებ გაზეთი “Berliner Morgenpost”-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, კიდევ 60 სამხედრო პირია ეჭვმიტანილი.
კონტრდაზვერვის ინფორმაციით, შემოწმება ბუნდესვერში, პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ დაიწყო.
ამჟამად გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით, კონტრდაზვერვას მხოლოდ მოქმედი სამხედროების შემოწმება შეუძლია და იმის დადგენა, არიან თუ არა ისინი ექსტრემისტებთან დაკავშირებული. 2017 წლიდან კი ძალაში შედის კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგ, ჯარში მიღებამდე ახალწვეულების შემოწმებაც გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები