საფრანგეთში ბასკური რადიკალური დაჯგუფების ლიდერი დააკავეს

საფრანგეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების, „ეტას“ ლიდერი მიკელ ირასტორზა დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ესპანეთის შს ინფორმაციით, ირასტორზას დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის და ესპანეთის უშიშროების ძალები მონაწილეობდნენ.
„ეტა“ ათეულობით წელია საფრანგეთსა და ესპანეთში ცალკე, ბასკური სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის. 2011 წელს „ეტამ“ შეიარაღებულ ბრძოლაზე უარი განაცხადა და ორივე ქვეყნის მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები