ათასობით მომიტინგე სეულის ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მათ ქვეყნის პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს გადადგომა მოითხოვეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“  იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 40 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პან კინ ხეს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გასულ შაბათსაც გაიმართა.
სკანდალი მაშ შემდეგა გორდა, რაც ოქტომბრის ბოლოს სეულის ერთ-ერთი სასტუმროს ნაგვის ბუნკერში ჟურნალისტებმა პლანშეტური კომპიუტერი აღმოაჩინეს, რომელშიც 1012-1014 წლების საიდუმლო დოკუმენტები ინახებოდა.  მათ შორის პან კინ ხეს გამოსვლების „შავი“ ტექსტები ინახებოდა.
გაირკვა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლებს ჩხვე სუნ სილი ასწორებდა, რომელსაც  ოპოზიცია „მკითხავს“ უწოდებს. პლანშეტში მისი სელფიც აღმოაჩინეს. გამოძიება ამ ქალს ფინანსური მოგების მიღების მიზნით სახელმწიფოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები