აშშ-ის ერთ-ერთ ფერმაში პოლიციამ ცხედარი აღმოაჩინა

აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატის პოლიციამ ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე ცხედარი აღმოაჩინა. ჯერჯერობით ცხედრის იდენტიფიცირება არ მომხდარა. გარდაცვლილი იმ ადგილის სიახლოვესაა ნაპოვნი, სადაც ლითონის კონტეინერში ქალი ჯაჭვით იყო მიბმული.  ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
30 წლის კალა ბრაუნი აგვისტოში მეგობართან, ჩარლი კარვერთან ერთად დაიკარგა. როგორც გაირკვა, ამ ხნის განმავლობაში ის ფერმის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ჯაჭვით იყო გამობმული.
ფერმის მეპატრონე, ტოდ კოლხელი დაკავებულია, მას ბრალი  ადამიანის გატაცებისთვის წაუყენეს. ის ადრე სექსუალური ხასიათის დანაშაულებში იყო ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები