თურქეთში გამოცემა “Cumhurriyet”-ის მთავარი რედაქტორი და 8 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ოპოზიციური გამოცემის, “Cumhurriyet”-ის 9 თანამშრომელი, მათ შორის მთავარი რედაქტორი – მურატ საბუნჯუ დააკავეს. ამის შესახებ  “Hürriyet Daily News”-ი იუწყება.
“Cumhuriyet”-ის თანამშრომლებს ოპოზიციონერი ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებენ. ასევე, მათ თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირიც ბრალდებათ, რაც, ფაქტობრივად, ტერორისტულ საქმიანობასთან არის გაიგივებული.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს გაზეთ “Cumhurriyet”-ის 11 თანამშრომელი დააკავეს. გაიცა ასევე გამოცემის იმ 15 წარმომადგენლის დაკავების ორდერი, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები