ერაყში ბომბის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები, ძირითადად, მშვიდობიანი ადამიანები არიან, რომლებიც ერაყის ქალაქ მოსულიდან გაღწევას ცდილობდნენ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ეს ადამიანები მოსულიდან ქალაქ ალ ალამში მიდიოდნენ.
დაღუპულთა შორის ერაყის პოლიციის ერთი თანამშრომელიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები