პოლონეთის პარლამენტმა, აბორტებზე უარის შემთხვევაში, ფულადი დახმარების კანონპროექტი მიიღო

პოლონეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იმ დედების ფულად დახმარებას ითვალისწინებს, რომლებიც აბორტზე უარს იტყვიან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ნაყოფს პათოლოგია აღენიშნება.  ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა „სიცოცხლისთვის!“, იმ ბავშვების დედები, რომლებსაც თანდაყოლილი ინვალიდობა ან ისეთი დაავადებები აქვთ, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ერთჯერადი დახმარების სახით ათას აშშ დოლარს მიიღებენ.
ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად ათასამდე ქალი აბორტს ოფიციალურად იკეთებს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ამავე პერიოდში 150 ათასი აბორტი არალეგალურად კეთდება.
​ოქტომბრის დასაწყისში აბორტების სრული აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივების წინააღმდეგ პოლონეთში საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები