კადიროვი ერდოღანს სამი ჩეჩენი „ბოევიკის“ ექსტრადირებას სთხოვს

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამი დაკავებული „ბოევიკის“ ექსტრადირება სთხოვა. სამივე დაკავებული ჩეჩენი ეროვნებისაა.
კადიროვის თქმით, არსებობს უამრავი ინფორმაცია, რომ მახრან საიდოვს, ასლანბეკ ვადალოვსა და თარხან გაზოევს ტერაქტების სერია, ასევე სამხედრო და სამოქალაქო პირების  მკვლელობები აქვთ ჩადენილი.
კადიროვი ჰპირდება ერდოღანს, რომ ჩეჩნეთში „ამ ბანდიტებს კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლებენ“.
რამზან კადიროვი ასევე ახსენებს ერდოღანს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო დროს „კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები