მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ 1600 ადამიანი მძევლად აიყვანეს

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მძევლად 1600 სამოქალაქო პირი აიყვანა. ამის შესახებ გაერო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ექსტრემისტები ადამიანებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმების დროს.
ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისარიატის პრესმდივნის, რავინ შამდასანის ინფორმაციით, „ბოევიკები“ მოსახლეობის სიკვდილით დასჯას განაგრძობენ.
მისივე ინფორმაციით, „ბოევიკები“ 9-10 წლის ბავშვებს იარაღს აძლევენ და მათ მოსულში “ბოევიკებად“ იყენებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სირიაში მიდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები