ბაიდენმა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია დაგმო. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. სატელეფონო საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას, ამასთანავე, დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლიდერები საუბრისას შეთანხმდნენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მთავრობისათვის, გაატაროს საკუთარი რეფორმატორული პოლიტიკა. ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, მოპოვებული გამარჯვებით გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების პროცესი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები