ინდონეზიის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში კონსერვატიულ მუსლიმანებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამის გამო ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ავსტრალიაში ვიზიტი გადადო.
მან ზოგიერთ პოლიტიკოსს დაპირისპირების გზით პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.
კონსერვატიული მუსლიმანების მსვლელობა მეჩეთიდან საპრეზიდენტო სასახლემდე მშვიდობიანად წარიმართა, თუმცა მსვლელობის დასრულების შემდეგ მომიტინგეთა ნაწილი არ დაიშალა. ამის შემდეგ პოლიციასთან შეტაკება მოხდა, აქციის მონაწილეებმა ავტომობილებს ცეცხლი მოუკიდეს. სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები