ერაყის ჯარი მოსულის აღმოსავლეთ რაიონში შევიდა

ერაყის სამთავრობო ძალები ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ რაიონებში შევიდნენ. ამჟამად ქალაქის ქუჩებში მათ და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის  ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შეტევა პარასკევს დილით 4 საათზე დაიწყო. მასში ერაყის სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობს. სამხედროებმა „ბოევიკების“ გამაგრებული პოზიციების გარღვევა მოახერხეს.
შეტევაში ქურთი მოხალისეებიც მონაწილეობენ. ერაყის ჯარს საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც ეხმარება. მოსული ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები