პენტაგონი „ალ ქაიდას“ უფროსი საველე მეთაურის დაღუპვას აღიარებს

პენტაგონი „ალ ქაიდას“ უფროსი საველე მეთაურის, ფარუკ ალ-კატანი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ავიადარტყმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ალ კატანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე პენტაგონი ამას არ აღიარებდა.
„ალ ქაიდას“ კიდევ ერთი ლიდერის, ბილიალ ალ უტაბის ბედი, რომელიც დაბომბვის მომენტში ალ კატანის მახლობლად იმყოფებოდა, უცნობია.
აშშ-მა ალ კატანი 2016 წლის ყველაზე საშიში ტერორისტების სიაში შეიყვანა. ის ევროპასა და აშშ-ში ტერორისტული აქტების  ორგანიზატორად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები