პაკისტანიდან ავღანელი ქალის, შარბათ გულას ექსტრადირება მოხდება 

ავღანელი ქალის, შარბათ გულას ექსტრადირება პაკისტანიდან ავღანეთში მოხდება. ეს ქალი, 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ, მსოფლიოში ცნობილი გახდა.
გულას ექსტრადირების გადაწყვეტილება ქალაქ პეშავარის სასამართლომ მიიღო. ის დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.
ექსტრადირების გარდა, სასამართლომ გულა 110 ათასი რუპით (1100 დოლარით) დააჯარიმა.
ავღანეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მას პირადად, ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ განი შეხვდება.
შარბათ გულა პაკისტანის ქალაქ პეშავარში ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები