იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დაიღუპა

იორდანიაში, სროლის შედეგად, ორი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
იორდანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამერიკელი ინსტრუქტორები სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოკლეს.
იორდანიული მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ, ბაზის დაცვის მოთხოვნას არ დაემორჩილა და არ გაჩერდა. სროლის შედეგად კიდევ ერთი ამერიკელი და იორდანიის ჯარის ოფიცერი დაიღუპნენ.
იორდანია აშშ-ის ახლო მოკავშირეა. იორდანიაში რამდენიმე ასეული ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები