თურქეთში Twitter, Facebook და WhatsApp დაიბლოკა

თურქეთში პოპულარული ონლაინ-სერვისები, Twitter, Facebook და WhatsApp დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ თურქეთის პროქურთული „სახალხო-დემოკრატიული პარტიის“ 11 წევრი დააკავა.
დაკავებულთა შორის პროქურთული პარტიის ორი თანათავმჯდომარე – სალაჰადინ დემირთაში და ფიგენ იუკსეკდაგი არიან.
ინტერნეტის მონიტორინგის თანამეგობრობის, Turkey Blocks-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ონლაინ-სერვისების დაბლოკვისას ე.წ. გაგუდვის მეთოდი იყო გამოყენებული. ამ დროს ვებ-გვერდების მუშაობა იმდენად ნელდება, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი ხდება.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე წერენ, რომ საიტების დაბლოკვა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები